|
2026-09-14 13:45:58, 371 ნახვა
ეკონომიკა
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისის განახლება. თიბისის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ბიზნეს ინტერნეტბანკში, რამდენიმე წუთში, სრულიად ციფრულად გააქტიურონ ინტეგრაციის სერვისი და საკუთარი ანგარიშები ბუღალტრული პროგრამებიდან უფრო მარტივად და ეფექტურად მართონ. ამასთანავე, მომხმარებლები, 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ აღნიშნული სერვისით, თუ მას 2026 წლის ბოლომდე გააქტიურებენ ან განაახლებენ. თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში, ინტეგრაცია შესაძლებელია, როგორც საერთაშორისო საბუღალტრო (Balance.ge, FINA და ა.შ) ისე - კომპანიის კუთვნილ, ინდივიდუალურ პროგრამებზე. ასევე, მომხმარებლებს, უკვე ონლაინ, ფილიალში მისვლის გარეშე, შეუძლიათ პროგრამაში ცვლილებების დამატება, მონაცემების რედაქტირება, კორექტირება, წაშლა და სხვა ქმედებების განხორციელება. სიახლე კომპანიისთვის ფინანსების მართვის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის და მნიშვნელოვნად დაზოგავს თანამშრომლების დროს. ბიზნესის ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისით შესაძლებელია:
„ჩვენი მისიაა ადამიანების და ბიზნესების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც თიბისიში ვნერგავთ. განახლებული ინტეგრაციის სერვისი ავტომატურად ახდენს ბიზნეს ინტერნეტბანკისა და საბუღალტრო პროგრამის სინქრონიზაციას და თანამშრომლებს მნიშვნელოვნად უზოგავს დროს. ამასთანავე, პროცესების ავტომატიზაცია ამცირებს ადამიანური და მექანიკური შეცდომების რისკს, რაც ფინანსების მართვას უფრო მარტივს, სწრაფსა და ეფექტურს ხდის”, - გიორგი კინწურაშვილი, თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი. სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: ინტეგრაციის სერვისი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)