15:28 - 11 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-11 11:53:38, 270 ნახვა

ეკონომიკა
რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, შეადგინა

2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, ხოლო სირიაში 99.8% შეადგინა, - ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში უკრაინის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის მთავრობის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში 4.6 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რაც მთელი მსოფლიოდან საქართველოში იმპორტირებული ნედლი ნავთობის 100%-ია.

საქართველო: წლის პირველ 8 თვეში იმპორტირებულმა ნედლმა ნავთობმა სულ 4.6 მლნ ბარელი შეადგინა და ასივე პროცენტი რუსეთიდან შევიდა. სირია: 13.5 მლნ ბარელის იმპორტიდან რუსეთის წილმა 99.8% შეადგინა

 ჩამონათვალში ასევე შევიდნენ უნგრეთი და სლოვაკეთი. ირკვევა, რომ უნგრეთის იმპორტში რუსული ნავთობის წილი 93%-ია, სლოვაკეთში კი 65%. ასევე, 55%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა კუბაში, 50% ირანში, 41% კი ბრუნეიში.

 დოკუმენტის თანახმად მოცულობით უმსხვილესი მყიდველების ჩამონათვალი ასეთია:

• ჩინეთი: 585 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 25%)

• ინდოეთი: 453 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 38%)

• თურქეთი: 44 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 23%)

რაუფოღლუ აღნიშნავს, რომ ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად რთული რჩება გლობალური ენერგოვაჭრობის დამოკიდებულების გაწყვეტა რუსეთზე. 

საქართველოში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი ძირითადად კულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკავშირდებოდა, თუმცა მისმა მფლობელმა კომპანიამ (Black Sea Petroleum) განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტოს ბოლოდან ქარხანა სრულად გადავიდა არარუსული (ყაზახური და ლიბიური) ნედლეულის გადამუშავებაზე, რათა თავიდან აიცილოს საერთაშორისო სანქციები.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომდგენელი ზარქუა ევროკავშირის ხელმძღვანელობას ლანძღავს
თურქი დიჯეი, რომელმაც ადრე სოხუმში კონცერტი გამართა, თბილისში შოუს გეგმავს
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics