16:31 - 09 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-09 15:30:36, 218 ნახვა

ეკონომიკა
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს

საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, საგანმანათლებლო და ინსპირაციული ინიციატივების განხორციელებას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სერია, რომლის ფარგლებში წარმატებული ადამიანები საკუთარ 19 წლის თავს მიმართავენ და იმ გამოცდილებას გვიზიარებენ, რომელმაც მათ პროფესიულ და პირად განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

რა ხდება მაშინ, როცა უკან იხედები და საკუთარ ახალგაზრდა, ეჭვებით სავსე ვერსიას უსწორებ თვალს? საქართველოს ბანკის ტრადიციულ რუბრიკაში, წერილი 19 წლის თავს, ამჯერად ვიდეოგრაფ ნიკა ლებანიძის გამოცდილებას გიზიარებთ. მისი მთავარი გზავნილი თითქოს მარტივია, მაგრამ ამ სიმარტივეშია ზუსტად მთელი მნიშვნელობა დამალული:

როდესაც კამერის ობიექტივიდან იყურები, ზუსტად უნდა იცოდე, რა უნდა მოაქციო ფოკუსში და რა დატოვო მის მიღმა. თუმცა, ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი 19 წლის ასაკში, მთავარი მიზნის პოვნა და მასზე ფოკუსირება ბევრად რთულია.

რაც გამოგდისის გააკეთე და გააკეთე საუკეთესოდ!

ამ სურვილის ასასრულებლად კი საქართველოს ბანკი შენი მხარდამჭერია.

წლების წინ პროფესიული არჩევანი ხშირად მკაცრ ჩარჩოებში იყო მოქცეული. თუმცა, როგორც ნიკა აღნიშნავს, თანამედროვე სამყაროში წარსული დოგმები დიდად აღარ მუშაობს. 19 წლის თავისთვის მისი ერთ-ერთი მთავარი რჩევა სწორედ კარიერულ თავისუფლებას ეხება.

საკუთარ 19 წლის თავს ვეტყოდირომ მომავალში აღარ არსებობს ერთი სწორი გზამნიშვნელოვანია არა რას აკეთებარამედ როგორ აკეთებვინც არ უნდა იყოშენი საქმის პროფესიონალი უნდა იყოამიტომიმ საქმეს მოკიდე ხელირომელიც ყველაზე მეტად მოგწონსრაც გამოგდისის გააკეთე საუკეთესოდ.

ეჭვების გასაფანტად და შედეგის მისაღწევად მხოლოდ ნიჭი ან სურვილი არ კმარა. ნიკას თქმით, ერთი უნარი, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, დაუღალავი შრომაა.

მთავარია მიზანი და შრომასულ მოძრაობაში უნდა იყოთუნდაც რაღაც არ გამოგივიდესკეთება მაინც უნდა გააგრძელო.

რაც შეეხება შეცდომებს, ნიკას აზრით, განვითარება მათ გარეშე შეუძლებელია: მთავარია, სწორად გადავამუშავოთ ყოველი წარუმატებლობა და რაღაც ახალი ვისწავლოთ გამოცდილებისგან.

ამბობენბრძენი სხვის შეცდომაზე სწავლობსოთუმცა ისიც ძალიან კარგიაროცა საკუთარ შეცდომაზე სწავლობ და ერთხელ დაშვებულს აღარ იმეორებხანდახან შეიძლება გამეორება მაინც მოგიწიოსეგეც არაუშავსმთავარიაწინა გამოცდილება ყოველთვის გაითვალისწინო.

დღეს, როცა ინფორმაციაზე წვდომა ასეთი მარტივია, ნებისმიერი ინტერესის დაკმაყოფილება და ახალი უნარების ათვისება შეგვიძლია და როგორც არასდროს, განათლება ის მთავარი საყრდენია, რომელიც ცხოვრებისეულ ხედვას გვიყალიბებს და გვიცავს ინფორმაციის მორევში ჩაკარგვისგან. კითხვაზე, თუ რას ეტყოდა 19 წლის თავს სწავლაზე, ნიკას პასუხი ასეთია:

რაც არ უნდა წარმატებული იყოს ადამიანითავის ახალგაზრდა ვერსიას ალბათ ყველა ეტყოდარომ მეტი ისწავლოსმეც მაგას ვეტყოდიისწავლე ყველაფერირაც შეგიძლიარაც მეტს სწავლობმით მეტი ფუნდამენტი გაქვსრომ ცხოვრებაში საკუთარი თავი იპოვოგამოხატო და რეალიზება შეძლო.
რაც მეტს სწავლობშენი პერსპექტივაც მით უფრო ფართოვდებაშესაძლოაცხოვრებაში ფესვის ამოყვანა ან რთული განტოლების ამოხსნა არასდროს დაგჭირდესმაგრამ ცოდნა მოგცემს ინტერპრეტაციის საშუალებას თავად გადაწყვიტორა გამოიყენო და რა არა.

რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვაგროვებთ და რაც უფრო მეტს ვშრომობთ საყვარელი საქმისთვის, მით უფრო ფართოვდება ჩვენი შესაძლებლობების საზღვრები.

იარეთ წინ და განათლების გზაზე არ გაჩერდე





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
ეროვნული ბანკი გაზრდილ ინფლაციას ენერგორესურსების ფასების მატებას უკავშირებს
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics