|
2026-09-07 13:47:10, 233 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
თიბისიმ, კურორტ გოდერძიზე, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, საინვესტიციო ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე ინვესტორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს. თიბისი კაპიტალის გუნდმა მონაწილეებს საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მიმოხილვა წარუდგინა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა კი გოდერძის განვითარების გეგმებისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა კურორტის ინფრასტრუქტურა და განვითარების შესაძლებლობები ადგილზე დაათვალიერეს. კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, ბიზნესის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები. “ინვესტორებს გავაცანით გოდერძის განვითარების გეგმები და ის პოტენციალი, რომელიც ამ ოთხსეზონიან კურორტს აქვს. თიბისისთვის აჭარა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონია - ჩვენ აქ 740 კომპანიის პარტნიორი ვართ. მათთან ერთად ვახორციელებთ პროექტებს სხვადასხვა სექტორში და ხელს ვუწყობთ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. აჭარაში ჩვენი პორტფელი სრულად 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს; 49%-იანი წილით კი ბაზრის ლიდერები ვართ ბიზნესის დაფინანსებაში. გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გოდერძიზე სრულიად ახალ შესაძლებლობებს შევქმნით”, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი. „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და განვითარების უწყვეტი ციკლი რეგიონულ ჭრილშიც მზარდ დინამიკაშია და ის ფაქტი, რომ აჭარა დღეს მრავალი თვალსაზრისით საინტერესო ადგილია, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონფერენცია და შეხვედრა იმართება, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიმზიდველობას როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს ინიციატივების განხილვების თვალსაზრისით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის არა მარტო ზღვისპირა ნაწილის, არამედ მაღალმთიანეთის სწრაფი განვითარება, იქ არსებული მრავალფეროვანი პოტენციალის გათვალისწინებით. წელიწადის ოთხივე სეზონზე კურორტი გოდერძი ამ კუთხით, სრულად პასუხობს ბიზნესინტერესების ფოკუსში არსებობის სტანდარტებს და თამამად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აჭარის მაღალმთიანეთის მარგალიტი - როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის გაძლიერების კუთხით, რაც წარმოაჩენს კიდეც მთის კურორტების მნიშვნელობას რეგიონის მიმზიდველობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს კონფერენციაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის და არა მხოლოდ, ცნობილი კომპანიები და დაინტერესებული პირები ღებულობენ მონაწილეობას, ასევე აქტიურად არიან ჩართული ჩვენი რეგიონის შესაბამისი უწყებები და დეპარტამენტები; იმედი მაქვს, ისინი ბევრ აქტუალურ საკითხს განიხილავენ და ერთობლივად გამოკვეთენ ჩვენი რეგიონის განვითარებისა და აჭარის მაღალმთიანეთის გაძლიერების სამომავლო პერსპექტივებს. მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ წამოწყებას დაუჭირა მხარი და იდეიდან რეალობამდე მიიყვანა ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა“, - ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)