00:49 - 25 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-24 23:18:20, 251 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ბესენტმა გამოაცხადა ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“-ს დაწყების შესახებ, რომლის მიზანია ირანის ეკონომიკის სრული იზოლირება გლობალური ფინანსური სისტემისგან. ბესენტის თქმით, ვაშინგტონი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოეს კვირებში გამოაცხადებს. შეზღუდვები შესაძლოა ამ კვირის ბოლომდე დაწესდეს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დღეს სანქციები დააწესა მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტ კომპანიას, ფიზიკურ პირსა და გემს, რომლებიც, აშშ-ის ხელისუფლების თქმით, ირანს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების შეძენაში ეხმარებიან. ახალი შეზღუდვები ასევე გავლენას მოახდენს ციფრულ აქტივებზე, ტექნოლოგიებზე, ოქროს ბაზარზე, ავიაციასა და გადაზიდვებზე.

ბესენტმა განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა უნდა „გააკეთონ არჩევანი“ აშშ-სა და ირანს შორის. მან დასძინა, რომ ტრამპმა მოლაპარაკებები გამართა რიგ უცხოელ ლიდერებთან თეირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური ზეწოლის კამპანიასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი აპირებს გაამკაცროს კონტროლი ირანთან დაკავშირებულ ფინანსურ ნაკადებზე და უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად გამოყენებული შემოსავლების „ნულოვანი გაჟონვა“. „ისინი, ვინც ირანის რეჟიმთან ასოცირდება, უნდა ელოდონ, რომ მომაკვდავი რეჟიმის იზოლაციაში მიიღებენ მონაწილეობას“, - გააფრთხილა ბესენტმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics