|
2026-07-21 13:27:04, 1261 ნახვა
ივანიშვილის დეპუტატი მახაშვილი - რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა?
კონფლიქტის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა - ჩემთვის მამაკაცის მიერ ქალბატონზე ძალადობა არის მიუღებელი! განურჩევლად იმისა, რუსია, უკრაინელია, ქართველია, არგენტინელია თუ ნებისმიერი ეროვნების თუ ეთნიკური წარმოშობის არის ეს ადამიანი - წერტილი! - ამის შესახებ „ივანიშვილის წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ადამიანურად მძიმე სანახავია, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ფიზიკურად ძალადობს ქალზე, განურჩევლად იმისა, რა უძღოდა ამ პროცესს წინ. „ეს არის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამ კონფლიქტის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ადამიანურად ჩემთვის მძიმე სანახავია, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ფიზიკურად ძალადობს ქალზე, განურჩევლად იმისა, რა უძღოდა ამ პროცესს წინ. სხვა დანარჩენს გამოძიება დაადგენს და დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. აქ ყველაზე მეტად რაც მიკვირს, არის დუმილი იმ ე.წ. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა, რომლებიც სხვა შემთხვევაში პირველები გამოხტებიან ხოლმე წინა ხაზზე. ეს კარგად აჩვენებს მათ რეალურ სახეს - ისინი ქალთა უფლებებს კი არ იცავენ, სინამდვილეში რაღაც კონკრეტულ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ”, - აღნიშნა მახაშვილმა. ჟურნალისტმა ლევან მახაშვილს ჰკითხა, შეეცოდა თუ არა ბიჭი, რომელიც ახლა ამ საქმეში ბრალდებულია, რაზეც მან განაცხადა, რომ გამოძიება იტყვის თავის სიტყვას და საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი „რა მოხდა და როგორ დაიწყო“. „გამოძიება იტყვის თავის სიტყვას და საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი რა მოხდა და როგორ დაიწყო. მაგრამ, განურჩევლად იმისა, რა უძღოდა წინ, ჩემთვის ადამიანურად მძიმე სანახავი და მიუღებელია, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ძალადობს ქალზე. გაბრაზებული იყო ორივე მხარე. რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა? ერთი წამით ვინმემ წარმოიდგინოს ამ ადამიანის ნაცვლად საკუთარი მეუღლე, საკუთარი ქალიშვილი, საკუთარი დედა, საკუთარი ნებისმიერი ვინმე”, - განაცხადა მახაშვილმა. ამავე თემაზე საუბრისას ლევან მახაშვილმა აღნიშნა, რომ რთული სანახავია როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ქალზე ძალადობს. „მე ვამბობ, რომ ადამიანურად რთული სანახავია ახალგაზრდა მამაკაცი როდესაც ძალადობს ქალზე - განურჩევლად იმისა, რა ხდებოდა მანამდე. ჩემთვის მამაკაცის მიერ ქალბატონზე ძალადობა არის მიუღებელი! განურჩევლად იმისა, რუსია, უკრაინელია, ქართველია, არგენტინელია თუ ნებისმიერი ეროვნების თუ ეთნიკური წარმოშობის არის ეს ადამიანი. წერტილი!“, - განაცხადა
სიკორსკიმ ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინის თავზე რუსული დრონები და რაკეტები ჩამოაგდონ
ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს
შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი უხელმძღვანელებს, საგამოძიებოს მერაბ გამყრელიძე
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)