|
2026-05-20 11:10:40, 2250 ნახვა
საზოგადოება
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, 20 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის დღის ბოლომდე ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით. „ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით. გარდა ამისა, 24 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე. შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით (ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გამოყენებით), ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით. დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საგზაო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც. კერძოდ, 20 მაისის 20:00-დან 21 მაისის 01:00 საათამდე, აგრეთვე, 21-22 მაისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერეამდე“ და შემდეგ უკუმიმართულებით, ხოლო მტკვრის ორივე სანაპიროდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე (ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთა). რაც შეეხება ალტერნატიულ მარშრუტებს, კერძო ავტომობილების გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის, ასევე, მათი მიმდებარე ქუჩების დახმარებით. ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას. კერძოდ, აღნიშნულ ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით. გარდა ამისა, 24 მაისის 00:00-დან 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)