10:48 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-17 11:57:55, 5859 ნახვა

საზოგადოება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინება, "ქართული ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლები მივიდნენ.

სამებაში იმყოფება ივანიშვილის პარტიის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარტიის დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

სამებაში მივიდა ოლიგარქის შვილი ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ძალიან ბედნიერია მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომ ძალიან ღირსეული გამგრძელებელი გვყავს პატრიარქ შიო მესამის სახით.

წირვას ესწრებიან პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics