|
2026-04-05 15:18:00, 7894 ნახვა
საზოგადოება
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
" ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ: საზოგადოება და არა მარტო საზოგადოება - მსოფლიო, სახელმწიფოც, პოზიციაც და ოპოზიციაც."- ამბობს საკვირაო ქადაგებისას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები. "მომავალში, რა თქმა უნდა, მოხდება ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მე ამაზე ვერაფერს გეტყვით, ამას სინოდი გადაწყვეტს. წინასწარ მეც არ ვიცი არაფერი. ღმერთმა ინებოს, რომ ღირსეული ეპისკოპოსი გახდეს საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი. მე ასე ვლოცულობ და თქვენც ასე მოგიწოდებთ. მინდა გითხრათ ისიც, რომ გაცილებით ძნელი იქნება დღეს პატრიარქობა, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო. მას მაინც ჰქონდა, თავიდანვე ორგანიზაციული საკითხები, სულიერი საკითხები იმდენად მოგვარებული იყო, რომ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მან კარგად იცოდა ყველანაირი ურთიერთობები, კომუნიკაცია და ა.შ. მაგრამ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ: საზოგადოება და არა მარტო საზოგადოება - მსოფლიო, სახელმწიფოც, პოზიციაც და ოპოზიციაც. ამიტომ არის ძალიან რთული და მე შევთხოვ ღმერთს, რომ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს მიეცი გონება, ნიჭი, ძალა, სულიერება და ყველაფერი მიეცი, რაც შეიძლება, რომ ეკლესიის წინამძღვარს ჰქონდეს. ასევე მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, რომ ილოცეთ მომავალი პატრიარქისთვის, რომ ჭეშმარიტად და ღირსეულად განაგრძოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი... თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ძნელი მომავალი იქნება ჩვენი მომავალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის... " - ამბობს საკვირაო ქადაგებისას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები 3 აპრილს გამართული სინოდის სხდომის დადგენილებით, პატრიარქობის სამ კანდიდატს 24 აპრილს, სინოდის სხდომაზე დაასახელებენ. ამის შემდეგ სამების საპატრიარქო ტაძარში შედგება გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აირჩევენ. პატრიარქის არჩევისას ხმის დამთვლელ კომისიას მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)