|
2026-09-25 13:15:47, 2155 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
„ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც გორში, ქართველი მუსიკოსის ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტის გაუქმებას ეხებოდა. მისი განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია სამშობლო და ქვეყნის ინტერესების დაცვა. „რეალურად ხომ ვიცით, რომ ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. პირდაპირ ვთქვათ: გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა და მივერთებოდით სანქციებს. ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებში მთავარი პრიორიტეტი იყო სამშობლო და ქვეყნის ინტერესების დაცვა. ეს არ მოსწონთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდება შეტევა ქართულ სახელმწიფოზე და ხელისუფლებაზე, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული. ეს სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება, რაც სამწუხარო რეალობაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე განმარტებით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება უნდა მოხდეს კორექტულად და არა შეურაცხყოფის ფარგლებში. „საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, მაგრამ, როგორც ამ უსამშობლო ადამიანების პატრონები გარედან გვეუბნებიან, რომ შეურაცხყოფით, ცილისწამებით, მუქარით და ფიზიკური გასწორებით ვიმოქმედოთ, ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის დანაშაული და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს კორექტულობის, კანონისა და წესიერების ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)