22:41 - 12 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 19:58:02, 263 ნახვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ილიაუნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლების ნაბიჯი უნივერსიტეტის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების დაზიანებას ნიშნავს.

ამასთან, აცხადებენ, რომ სტუდენტები მზად არიან პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან საჯარო დისკუსიისთვის.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ყველაზე ანტიეროვნული ნაბიჯი – გააუქმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. დააზიანა არაერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეურაცხყოფა მიაყენა ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოს – სოხუმის უნივერსიტეტს. ისინი ამბობენ, რომ განათლების ხარისხს აუმჯობესებენ, თუმცა როგორი ნაბიჯებით? თსუ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც ყველა საერთაშორისო რეიტინგში ფიგურირებს. ილიას უნივერსიტეტის დახურვა თურმე განათლების დონის გაუმჯობესებაა – ეს ალოგიკური განცხადებაა", - აცხადებენ ისინი. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Kyiv Independent: უკრაინამ რუსულ ნავთობის ქარხანაზე იერიში რეკორდულ მანძილზე მიიტანა
ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები: გაუქმდეს გადაწყვეტილება, მოვითხოვთ, შეგვხვდნენ
ილიაუნის სტუდენტები: ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, კვირას, 15:00 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი