|
2026-02-12 17:56:52, 258 ნახვა
ილიაუნის პროფეროს-მასწავლებლები ოცნების გადაწყვეტილების საპასუხოდ სამართლებრივ დავას აანონსებენ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების საპასუხოდ სამართლებრივ დავას აანონსებენ. "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი მცირდება და ილიაუნს მხოლოდ პედაგოგიკისა და STEM სპეციალობები რჩება. პროფესორების განცხადებით, "ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მიერ გამოცხადებული ახალი პრინციპით ილიაუნი კარგავს პროგრამების 90%-ს და შესაბამისად სტუდენტების 90%-ს. ილიაუნთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, ამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის პრაქტიკულად გაუქმებას იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი დღეს ახორციელებს დაახლოებით 100-მდე პროგრამას ბევრი მიმართულებით და აქედან რჩება მხოლოდ პედაგოგიური და და ეს ე.წ. abet-ის აკრედიტაციის მქონე პროგრამები, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, შესაბამისად სტუდენტების 90%-ს. გამოვიყენებთ ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საკუთარი პოზიციის და სიმართლის დასამტკიცებლად. სრული ერთიანობაა საუნივერსიტეტო საზოგადოებაში," - ამბობს ერთ-ერთი პროფესორი. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით, თამარ ცოფურაშვილი აცხადებს, რომ ის არ გამორიცხავს სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას, რათა "დაფიქსირდეს, რომ უნივერსიტეტები სამართლებრივად იბრძოდნენ თავისი უფლებებისთვის". რაც მოვისმინეთ, ეს არსობრივად ნიშნავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დახურვას. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია იყოს სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების გზაც, ანუ პრეცედენტისთვის თუნდაც, რათა დაფიქსირდეს, რომ უნივერსიტეტები სამართლებრივად იბრძოდნენ თავისი უფლებებისთვის, ისტორიაში დარჩეს ასეთი ფაქტი თუნდაც. მეორეს მხრივ უბრალოდ ჩვენ ფაქტი არის, რომ თვალს ვადევნებთ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის ერთმნიშვნელოვან დარღვევას იმიტომ, რომ ვიცით, რომ უნივერსიტეტების თავისუფლება და ავტონომია არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით და ის პროცესი, რასაც ჩვენ ვხედავთ არის აბსოლუტურად ამ საუნივერსიტეტო ფუძემდებლური უფლების შელახვა," - თქვა თამარ ცოფურაშვილმა. ასოცირებული პროფესორი სოციოლოგიის მიმართულებით, ივა ლომიძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" წარსულის ფერფლის თაყვანისცემით ხელმძღვანელოს", ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მათ აწმყოს სთავაზობს, რომელშიც მათი კვლევა და სწავლება მსოფლიო კლასის დონისაა. "ჩვენი უნივერსიტეტი არის ქვეყანაში ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი და დღეს ჩვენ რაც მოვისმინეთ, რაც საქართველოს მთავრობამ დაუანონსა განათლების სისტემას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს არის ის, რომ ეს წარმატებები, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა შესაძლებელი ილიაუნის ძალისხმევით, უქმდება. ხელისუფლება ხელმძღვანელობს წარსულის ფერფლის თაყვანისცემით. რეალურად, ჩვენ მათ ვთავაზობთ აწმყოს, რომელშიც ჩვენი კვლევა და ჩვენი სწავლება არის მსოფლიო კლასის დონის," - თქვა ივა ლომიძემ.
ილიაუნის სტუდენტები: ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, კვირას, 15:00 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ოცნების საგარეო მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ ეუთო-ს "ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან"
გეგელია - საქართველოს ხელისუფლება იზიარებს ჰეზბოლასა და ჰამასის ღირებულებებს
|
რედაქტორის რჩევით
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ივანიშვილის არალეგიტიმური ბანდა აპირებს ციხის მუქარით თავის უსუსურ ლეგიტიმიზაციას
ომი უკრაინაში
Bloomberg: იანვარში რუსეთის არმიის დანაკარგებმა კონტრაქტორების შემოდინებას გადააჭარბა
ზელენსკი უარყოფს, რომ თებერვლის ბოლოს საარჩევნო გეგმის გამოცხადებას აპირებს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)