13:41 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 10:29:52, 1409 ნახვა

სამართალი
გარდაბანში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული დაკავებულია - ის პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ფ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 2000 წელს დაბადებული მ.გ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.

სამართალდამცველებმა ფ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics