|
2026-01-22 20:13:37, 1237 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ ევროპა გააკრიტიკა იმის გამო, რომ რუსულ ტანკერებს ტრამპის მსგავსად არ ეპყრობა
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროპას, „სრულიად შეაჩეროს“ რუსული ნავთობის გადაზიდვები, კერძოდ, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების შეჩერებით. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა „თავს არიდებს ზომებს“, რომლებიც განსაზღვრავს მის მომავალს. ამ კონტექსტში მან ახსენა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც კონტინენტს რუსული ნავთობით ამარაგებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აჩერებს რუსულ ტანკერებს. „ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ თავს არიდებს დღეს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორი მომავალი გვექნება. ეს არის პრობლემა. რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს შეაჩეროს ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები და შეაჩეროს ნავთობის მიწოდება, ევროპას კი არა?“ - ჰკითხა პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის მიწოდების შეჩერებით ევროპა იცავს თავის მოსახლეობას. „რუსული ნავთობი ევროპის სანაპიროებზე ტრანსპორტირდება. ეს ნავთობი უკრაინის წინააღმდეგ ომს აძლიერებს, ეს ნავთობი ევროპის პარალიზებას უწყობს ხელს. ამიტომ, რუსული ნავთობი უნდა შეჩერდეს, კონფისკაცია განხორციელდეს და ევროპაში გაიყიდოს. რატომაც არა? თუ პუტინს ფული არ ექნება, მაშინ ევროპისთვის ომი არ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ფორუმზე გამოსვლამდე უკრაინის პრეზიდენტი თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდა. ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა. ზელენსკის გუნდმა მას „კარგი“ უწოდა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)