|
2026-09-28 15:26:20, 240 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
დღეს მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტი სერვისი გადადის ციფრულ სივრცეში - ტაქსის აპლიკაციებიდან დაწყებული, ონლაინ შოპინგითა და საკვების მიტანის სერვისებით დამთავრებული. ამიტომ ხშირად რთულია იმის გახსენება, კონკრეტულად სად გვაქვს საბანკო ბარათი დამატებული ან რომელ სერვისზე ვიხდით თანხას რეგულარულად. ამ გამოცდილების გასამარტივებლად, პირველად საქართველოში, Visa-სთან თანამშრომლობით, თიბისიმ მობაილბანკში ე.წ Subscription-ების შემოწმების ახალი ფუნქციონალი - "გამოწერები“- დანერგა. ფუნქციონალი ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმშია და მისით სარგებლობა თიბისი კონცეპტისა და Wealth Management-ის იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებიც გამოწერებისა და ონლაინ გადახდებისთვის თიბისის ნებისმიერ Visa ბარათს იყენებენ. გამოწერების სანახავად, ეწვიეთ მობაილბანკს, აირჩიეთ თქვენი თიბისი Visa ბარათი და გადადით "გამოწერების“ ბანერზე. გამოწერების ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თიბისი Visa ბარათით განხორციელებული განმეორებადი გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ - მარტივად აღმოაჩინონ გამოწერები და ონლაინ პლატფორმებზე დამახსოვრებული ბარათები, რომლებსაც შესაძლოა, აღარ იყენებდნენ. თიბისი Visa ბარათის მომხმარებლები შესაძლოა რეგულარულად იხდიდნენ ისეთი ონლაინ პლატფორმების, მაღაზიებისა და სერვისების საფასურს, როგორიცაა Netflix, Amazon Prime და სხვა. მათ შორისაა ყოველთვიური და ყოველწლიური გამოწერები და სხვა განმეორებადი გადახდები. ფუნქციონალის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე.
უმრავლესობის სხდომა გაიმართება
კალასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, კიევს საჰაერო თავდაცვის რაკეტები გადასცენ
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)