08:03 - 05 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 19:51:20, 608 ნახვა

130 000-ზე მეტი მოსწავლისთვის განათლების შესაძლებლობა - განათლების მთავარი მხარდამჭერი BOG

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 30 საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. 

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის?

იდეათეკა - 11 რეგიონი, 25 სკოლა, 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა

მეექვსე წელია, რაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკი რეგიონების სკოლებში ინოვაციურ ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ხსნის, რომელთა მეშვეობით, 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების სივრცეს. ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით.

დღეისათვის იდეათეკები 11 რეგიონის, 25 სკოლაში ფუნქციონირებს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 

STEM სკოლა - 2000-მდე მოსწავლე, 300-ზე მეტი სტიპენდიატი

STEM სკოლა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება. 

განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 90 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს - 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30-ს ნაწილობრივ.

წელს STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, კურსი კი საუკეთესო შედეგის მქონე 700-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა.

STEM ოლიმპიადა - 300-ზე მეტი სკოლა, 1500-ზე მეტი მოსწავლე

მოსწავლეების მომავლის პროფესიებით დაინტერესების მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM ოლიმპიადას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

STEM ოლიმპიადაში წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.

CODE-IT - 400-მდე მოსწავლე

მომავლის პროფესიების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტს უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი Code-IT-ია, რომელიც საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შეიქმნა.

პროექტი პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში - ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. ინიციატივის ფარგლებში, წელს 170 მოსწავლე გადამზადდა.

ევერესტის ოლიმპიადა - 105 000-ზე მეტი მოსწავლე

ამასთან, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ყოველწლიურად პროექტში მონაწილეობას 35 000-ზე მეტი II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლე იღებს.

საქართველოს ბანკი ეკონომიკური განათლებისთვის

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, მართავს ტრენინგებს მშობლებისთვის, სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის.

ეკონომიკის ოლიმპიადა - 1000-ზე მეტი მონაწილე

ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკი, ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ინიციატივა საერთაშორისო პროექტის ნაწილია, რომელიც 2016 წელს Institute of Economic Education (INEV) მიერ ჩეხეთში შეიქმნა და მასში ყოველწლიურად 30 ქვეყნის 80 000 მოსწავლე მონაწილეობს.

ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება და მასში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. ეკონომიკის ოლიმპიადისადმი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, საქართველოში გამართულ ეროვნულ ტურში მონაწილეობის მიღება ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 200 მოსწავლეს შეუძლია.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, რუსეთისგან პირადი მუქარა მიიღო
ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკი გააფრთხილეს ტრამპის მიერ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხში ღალატის შესახებ
რამდენიმე ქვეყანამ 2026 წლის ევროვიზიას ბოიკოტი გამოუცხადა ისრაელის მონაწილეობის გამო
Reuters:ჩინეთი რეგიონში სამხედრო გემებს აჯგუფებს საზღვაო ძალების შოუს ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი