20:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-11 13:55:40, 1123 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვა: დასავლეთი საქართველოსთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ჩვენთვის ეს მიდგომა უცხოა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა სომხეთის მიერ რუსეთის ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებაში დადანაშაულებასთან დაკავშირებით. ზახაროვას მტკიცებით, მსგავსი მეთოდები რუსეთისთვის უცხოა და ჰიბრიდულ ომს თავად "კოლექტიური დასავლეთი" აწარმოებს "სომხეთის მეზობელ საქართველოში".

"შეგახსენებთ, რომ "ჰიბრიდული ომის" კონცეპტი ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა გამოიგონეს და პირდაპირ დაიწყეს მისი აქტიური გამოყენება. მცირე ხნის წინ სომხეთის მეზობელ საქართველოში "კოლექტიური დასავლეთის" ქვეყნებმა ხელახლა გამოავლინეს თავი მთელი "ჰიბრიდული სილამაზით": უხეშად ჩაერივნენ შიდაპოლიტიკურ პროცესში, აღვივებდნენ "მაიდანისეულ" განწყობებს, უარყოფდნენ თბილისის განვითარების გზის არჩევის თავისუფლებას, დაკავებული იყვნენ ღია პოლიტიკური შანტაჟით, ემუქრებოდნენ ისედაც ილუზიური ევროპერსპექტივის ჩამორთმევით.

ჩვენთვის მსგავსი მიდგომა უცხოა. ყოველთვის პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ ნებისმიერი ერის სუვერენულ არჩევანს. ამასთანავე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განცხადებები "ჰიბრიდულ ომზე" სომხეთის წინააღმდეგ ისმის იმ ფონზე, როცა [სომხეთის] რესპუბლიკაში მიმდინარეობს გამოძიებები ჩვენს ქვეყანასთან კავშირების განვითარების მხარდამჭერთა მიმართ, თითქოს ბოლო წლებში სხვა ქვეყნებში, მაგალითად მოლდოვაში, დამუშავებული სქემის მიხედვით." - თქვა ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics