|
2025-08-17 22:53:48, 2932 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპა უკრაინაში თავის ძალებს განათავსებს - ერთობლივი განცხადება
უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ე.წ. „ნების კოალიცია“ (ან „მტკიცე კოალიცია“) იქ მრავალეროვნულ ძალებს განათავსებს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა. აღნიშნულია, რომ დღეს გაიმართა „კოალიციის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა, რომელშიც, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მონაწილეობდნენ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით. ამ შეხვედრაზე განიხილეს „უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი ნაბიჯები“ ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაში შეხვედრის შემდეგ. განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციის ლიდერებმა „დიდად დააფასეს პრეზიდენტ ტრამპის ვალდებულება, უზრუნველყოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები“, რომლის პრაქტიკულ განხორციელებაშიც „ნების კოალიცია“ ჩაერთვება. „მათ (შეხვედრის მონაწილეებმა) კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დამხმარე ძალები განალაგონ, ასევე ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და აღადგინონ უკრაინის შეიარაღებული ძალები“, - ნათქვამია განცხადებაში. ხვალ ვაშინგტონში უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის, ევროპელი ლიდერების მონაწილეობით. ისინი განიხილავენ წინადადებებს, რომლებიც ტრამპმა რუსი დიქტატორისგან ალასკაში სამიტის დროს მოისმინა. ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, თუ რა წინადადებები აქვს პუტინს. თუმცა, მედიაში მრავალი „გაჟონვა“ მიუთითებს, რომ რუსეთი მზადაა დაასრულოს თავისი „სამდღიანი SVO“, თუ უკრაინა დათმობს დონბასის დანარჩენ ნაწილს, ასევე უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რუსულს ოფიციალურ ენად აქცევს და ა.შ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიების საკითხის განხილვა მხოლოდ პუტინთან პირადი შეხვედრის დროს შეიძლება. მედიის ცნობით, ასეთი შეხვედრა შეიძლება მომავალ პარასკევსაც გაიმართოს, თუმცა ოფიციალურად არავის გამოუცხადებია ამის შესახებ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)