|
2025-06-21 09:45:21, 874 ნახვა
პოლიტიკა
ნატალი ლუაზო - ბიძინა ივანიშვილს, პრორუსული მაფიის მეთაურს, ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი?
პრო-რუსული მაფიის მეთაურ ივანიშვილს ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი? Air France-ი ჯერ კიდევ რატომ პარტნიორობს ავიახაზთან, რომელიც ოპონენტის მოტაცებაშია თანამონაწილე? - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ განაცხადა. „საქართველოში სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. ეს ტყვიისებრი საფარია, რომელიც ხელახლა სტალინიზაციის პროცესში მყოფ ქვეყანას მოეფინა. ვინაიდან სხვაგან ვიყურებით. ვინაიდან ჩვენი მზერა ისრაელსა და ირანზეა მიპყრობილი - ამის გაგება შეგვიძლია - პუტინი თავის პაიკებს სადაც კი შეუძლია ყველგან წინ წევს, და ამას აკეთებს საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, პოლიტპატიმრები ჰყავთ, ან საზღვარგარეთ უშვებენ და ძალით საქართველოში აბრუნებენ. მედიას აჩუმებენ. ვითარება სულ უფრო ჰგავს ბელარუსს, სრულიად პრო-ევროპული მოსახლეობით, რომელსაც პრო-რუსული მაფია მართავს. ევროკავშირს აქამდე საკმარისი არ გაუკეთებია და ეს სულ უფრო რთული ხდება. ევროკავშირი პასიური იყო საქართველოში ვითარებასთან დაკავშირებით, რაც მე, როგორც არჩევნების დამკვირვებელმა, დავინახე, რომ მასობრივად გაყალბებული იყო. დღეს რაც უნდა ვქნათ - უნდა შევზღუდოთ ვიზები და სანქციები დავუწესოთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამ უსაზღვრო რეპრესიებზე. ჩვენ, ფრანგმა ხალხმა, საკუთარ თავს სწორი კითხვები უნდა დავუსვათ. ბიძინა ივანიშვილს, ამ პრო-რუსული მაფიის მეთაურს, ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი? Air France-ი ჯერ კიდევ რატომ არის პარტნიორობაში ავიახაზთან, რომელიც თანამონაწილეა ოპონენტის მოტაცებაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არიდებს თავს და რომელმაც მოსკოვში ფრენების რაოდენობა გაზარდა? მოდით შევწყვიტოთ იმის თქვა, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს სიმართლე არ არის”, - განაცხადა ლუაზომ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)