|
2026-09-29 19:02:50, 259 ნახვა
ეკონომიკა
DataIQ-მ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკის, AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით წლის ლიდერად დაასახელა (Data and AI Leader of the Year) DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა. კონკურსი სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. წელს ნომინატთა შორის იყვნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ. მიხეილ ნადარეიშვილი საქართველოს ბანკში მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას 2022 წლიდან იკავებს. მისი ხელმძღვანელობით, ბანკის მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულება მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ტექნიკური სპეციალისტებიდან ბიზნესის შედეგებზე ორიენტირებულ გუნდად ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში ბანკის არასაკრედიტო გადაწყვეტილებების მიმართულებით AI ინიციატივების მიერ მოტანილი წლიური გავლენა ათჯერ გაიზარდა. შედეგებიდან აღსანიშნავია, რომ AI-ს დახმარებით დაკრედიტების დრო ერთ წუთამდე შემცირდა, პერსონალიზებული შეთავაზებები მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქტების აღმოჩენაში ეხმარება, ხოლო ჩატბოტის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ საბანკო კითხვებზე პასუხი რამდენიმე წამში მიიღონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ბანკში AI-ის გამოყენების გასაფართოებლად შეიქმნა დაახლოებით 100 ადამიანისგან შემდგარი AI ამბასადორების ქსელი, თანამშრომლების მიერ კი თითქმის 400 AI ასისტენტი შეიქმნა, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენება. მიხეილ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, ბანკმა ასევე განავითარა საკუთარი მრავალაგენტიანი სისტემა მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით და AI-ის გამოყენება ეტაპობრივად მთელ ორგანიზაციაში გაავრცელა. "ძლიერი AI ტექნოლოგიები ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ჩვენთვის AI-ის მიმართულებით წარმატების მთავარი საზომი არასდროს ყოფილა. მთავარი არის ის, თუ რა იცვლება მისი გამოყენების შედეგად: რამდენად უკეთ ვემსახურებით მომხმარებელს, რამდენად ეფექტიანად ვმუშაობთ და რამდენად სწრაფად შეგვიძლია ახალი შესაძლებლობების მომსახურების გასაუმჯობესებლად გამოყენება. ამ შედეგების მიღმა კი, პირველ რიგში, ჩვენი ძლიერი გუნდი და ის გარემოა, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ ახალი იდეების ტესტირება და მათი რეალურ პროდუქტად ქცევა." - აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა მონაცემთა ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით.
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო - საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)