|
2025-05-24 18:47:14, 1297 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის მახლობლად 50 000-კაციანი ძალები კონცენტრირება მოახდინა
რუსული სარდლობა ხარკოვის ოლქთან საზღვარზე ჯარებს აკონცენტრირებს და შესაძლოა, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს რეგიონის დედაქალაქსა და ქალაქ სუმზე, რომლის აღებითაც ადრე სტამბოლში მყოფი რუსი მომლაპარაკებლები ემუქრებოდნენ. სამხედრო ანალიტიკოსის, მაიკლ კლარკის თქმით, რუსეთის სამხედროებს წელს უკრაინაში გარღვევის მისაღწევად „ოთხთვიანი ფანჯარა“ აქვთ, სანამ ამინდი გაუარესდება და რუსეთი საბჭოთა ეპოქის ჯავშანტექნიკის მარაგს ამოწურავს. რუსეთის ჯარები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვთან, საზღვარზე იყრიან თავს, მას შემდეგ, რაც თითქმის მთლიანად განდევნეს უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქიდან. დაჯგუფების შემადგენლობა დაახლოებით 50 000 ჯარისკაცს შეადგენს, წერს Sky News. უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-13 ოპერატიული ბრიგადის შტაბის უფროსის, ანდრეი პომაგაიბუსის თქმით, რუსეთი ფრონტის ხაზზე პერსონალს გადაჰყავს და „ცდილობს, სულ მცირე, რამდენიმე თავდასხმის ოპერაცია განახორციელოს“, თუმცა, საერთო ჯამში, უშედეგოდ. „არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ მტერი აქტიური შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადება“, - აღნიშნა მან. კლარკის თქმით, საზღვარზე შეკრებილი ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, ელიტარული საჰაერო-სადესანტო დანაყოფებსაც მოიცავს, შესაძლოა, ხარკოვსა და სუმიზე შეტევა სცადოს, ან კიევის მიერ 2022 წლის შემოდგომაზე გათავისუფლებული მიმდებარე ტერიტორიების კიდევ უფრო მეტი ნაწილი დაიკავოს. ამავდროულად, ექსპერტმა აღნიშნა, რომ „რუსებმა ფაქტობრივად ამოწურეს ძალები, რომელთა გამოყენებაც სტრატეგიული შეტევისთვის შეეძლოთ“ ფრონტის ხაზის დიდ მონაკვეთებზე მიმდინარე თავდასხმების გამო, რაც „გამოფიტვის ბრძოლის“ სტრატეგიის ნაწილად იქცა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის (RUSI) სამხედრო ექსპერტმა, ჯეკ უოტლინგმა, განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ზაფხულის შეტევის „რბილ დაწყებას“ განახორციელებს „მუდმივად მზარდი რაოდენობისა და მასშტაბის თავდასხმებით გაფართოებულ არეალზე“, დიდი მექანიზებული დანაყოფების ჩართვის სწრაფი მანევრის ნაცვლად. მისი აზრით, ამის „ნიშნები“ უკვე გამოჩნდა. უოტლინგი დაეთანხმა კლარკის მოსაზრებას, რომ რუსეთის არმიის აღჭურვილობის მარაგი იწურებოდა. მისი თქმით, ტანკების, ქვეითი საბრძოლო მანქანების, არტილერიის და სხვა იარაღის საბჭოთა მარაგი „შემოდგომის შუა რიცხვებისთვის ამოიწურება“. ოთხშაბათს, OSINT პროექტმა DeepState-მა დაწერა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ხარკოვზე რუსეთის მოსალოდნელი შეტევის შესახებ გაზვიადებულია. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ სფეროში კვლავ გრძელდება „მუდმივი ზეწოლა და მცდელობები, შემოწმდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა“, რაც გავრცელებული ტაქტიკაა. „პერსონალის დაგროვება ხდება, მაგრამ გაძლიერების სახით“, რაც კომპენსირებას უწევს მაღალ დანაკარგებს, აღნიშნავს არხი. რუსი ჯარისკაცები ასევე ზრდიან დრონების რაოდენობას ბოჭკოვან ოპტიკაზე, რაც ასევე ხდება ფრონტის სხვა ნაწილებში. „[ხარკოვის] რაიონში სიტუაცია კრიტიკულად არ შეცვლილა“, - აჯამებენ ანალიტიკოსები.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)