|
2025-05-20 11:02:08, 1069 ნახვა
სამართალი
კახეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების სქემა გაშიფრა - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობისა და მომზადების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული მ.ა., 2001 წელს დაბადებული ჯ.ქ., 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 2003 წელს დაბადებული ბ.ბ., 2003 წელს დაბადებული რ.ნ., და წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული შ.ე. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად,ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები, მობილური ტელეფონები, ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ინფორმაციას შსს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)