|
2025-05-02 12:47:11, 1003 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - როგორც იქნა, სამართალი აღდგა
როგორც იქნა, სამართალი აღდგა და მთავარი სამართალი იქნება ის, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელისუფლება გასამართლდეს, როგორც მართლა რეჟიმი, ტერორისტული რეჟიმი, რომელიც ატერორებდა საკუთარ მოსახლეობას, - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან“ დაკავშირებით განაცხადა. კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილება 2006 წლის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, რა დროსაც 3 ახალგაზრდა დაიღუპა. სხდომაზე მიწვეულია ერთ-ერთი დაღუპულის, მარად ართმელაძის მამა, მიხეილ ართმელაძე. მისი თქმით, სპეცოპერაციისას მისი შვილი და სხვა ახალგაზრდები მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, კუდი-ს ხელმძღვანელმა, დათა ახალაიამ თავის თანამშრომლებთან ერთად მოკლა. სოზარ სუბარმა სპეცოპერაციას „ტერორისტული აქტი“ უწოდა. „ეს იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. ეს რომ ყოფილიყო ერთჯერადი ტერორისტული აქტი, მაშინ ვიტყოდით, რომ გამონაკლისი იყო,მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ხელწერა იმ ხელისუფლების, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ტერორისტი ხელისუფლება,რომელსაც ჰყავდა ტერორისტული ჯგუფები. მაშინ, ჩემს ერთ-ერთ განცხადებაში გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვთქვი, რომ „სიკვდილის ბრიგადები ჰყავდათ“ და მართლა ასე იყო. ზუსტად ეს ადამიანები მონაწილეობდნენ სხვა საქმეებშიც, მაგალითად, „მასტერა“ იგივე გიორგი დგებუაძე. ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს პაატა ქარდავას მოტაცებაში, დახვრეტასა და ზღვაში გაქრობაში. დავით ცინდელიანის მოტაცებაში, დახვრეტასა და ზღვაში ჩაგდებაში, როინ შავაძის მოტაცებაში და მის დახვრეტაში. მგონი 32 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ეს სამი ბიჭი, რომელთა შორის ერთ-ერთი თქვენი ბიჭია. ეს იყო ადამიანი,რომელიც გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას. ეს რომ არ არის ჰაერზე ნათქვამი, ამის ჩანაწერები არის. ვისაც უკვეთდა, უვაის ახმადოვს, იმან ჩაიწერა ყველაფერი, როგორ უკვეთდა გიორგი დგებუაძე იგივე „მასტერა“ პატარკაციშვილის მკვლელობას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე იყო უმძიმესი საქმე. „როგორც იქნა, სამართალი აღდგა და მთავარი სამართალი იქნება ის, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელისუფლება გასამართლდეს, როგორც მართლა რეჟიმი, ტერორისტული რეჟიმი, რომელიც ატერორებდა საკუთარ მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, მე არ მეგულება უფრო მძიმე საქმე, ვიდრე არის თქვენი შვილის და მისი მეგობრების დახვრეტის საქმე. დახვრეტა ერქვა ამას და სხვა არაფერი“-განაცხადა სოზარ სუბარმა. ამასთან, სოზარ სუბარმა შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ უფროსზე, გურამ დონაძეზე ისაუბრა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის სისტემის სახედ“ მოიხსენია. სოზარ სუბარის თქმით, გურამ დონაძე იყო ერთ-ერთი სახე და ღერძი იმ ტყუილის მანქანისა, რომელსაც სიცრუის ტირაჟირების საოცრად აწყობილი სისტემა ჰქონდა. „ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ამ საქმეშიც, რომელმაც, ასევე, დადგა სცენარი თითქოს ავტომატები ჰქონდათ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს, როგორც ამ, ასევე იმ საქმეზე დადგა სცენარი და გადაიღო ტყუილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სანდრო გვირგვლიანი გახდა რაღაც სვანურ დაჯგუფების შორის დაპირისპირების მსხვერპლი. ზოგადად, ეს იყო იმ სისტემის სახე, რომელიც მუშაობდა ერთდროულად ორი მიმართულებით, პარალელურად. მკვლელობა, წამება, დაყაჩაღება ადამიანების, ქონების წართმევები და პარალელურად გაშავება, ცილისწამება, ტყუილის ტირაჟირება. ეს ორი მანქანა მუშაობდა ერთდროულად და გურამ დონაძე არის ამის ერთ-ერთი სახე და ღერძი ამ ტყუილის მანქანის. ვერ იქნებოდა ის ხელისუფლება მხოლოდ ტყვიით, წამებით ასეთი ძლიერი, რომ არ ყოფილიყო პარალელურად სიცრუის ტირაჟირების საოცრად აწყობილი სისტემა“,- განაცხადა სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარის თქმით, კომისიის საბოლოო დასკვნაში აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს, თუ როგორ ხდებოდა ჟურნალისტების, პრესის დატერორება და როგორ მუშაობდა სიცრუის მანქანა. „ამიტომ, ქალბატონო თეა, ვფიქრობ, რომ ჩვენს საბოლოო დასკვნაში ამის გამოკვეთა უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორ ატერორებდნენ პრესას, როგორ ატერორებდნენ თავისუფალ ჟურნალისტებს, როგორ ართმევდნენ ტელევიზიებს მფლობელებს, როგორ გადადიოდა ეს ყველაფერი ერთ ხელში და როგორ მუშაობდა ეს სიცრუის მანქანა. პრეზიდენტის პრესსამსახურში იწერებოდა პრაქტიკულად ყველა ნიუსი. ირმა ნადირაშვილი იყო სწორედ ერთ-ერთი ტყუილის და სიცრუის მანქანის შემოქმედი, რომელიც წერდა ყველა "ნიუსს" და აბსოლუტურად ერთი და იგივე სიტყვებით გადიოდა ყველა ტელევიზიაში“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)