|
2025-05-01 12:59:46, 654 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკური პროცესები მოქალაქეების კეთილდღეობას უკავშირდება
ეკონომიკური პროცესები მოქალაქეების კეთილდღეობას უკავშირდება, ამ პროცესების ზიანზე საუბარი გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური პროცესები არის მგრძნობიარე და არ უკავშირდება ერთი კონკრეტული ჯგუფის წარმატებას ან წარუმატებლობას. „ცალსახად ამაზე მარტივი პასუხია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული. გვესმის, რომ პოლიტიკური კონკურენცია და პოლიტიკური პროცესები თავის თავში გულისხმობს კონკურენციას, შეჯიბრებითობას, სხვადასხვა საკითხზე პოლემიკას. თუმცა ვფიქრობ, ხანდახან არსებობს ეთიკის ზღვრები და არსებობს მორალური შემზღუდავი ფაქტორები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობდი ხოლმე. ასეთი ერთ-ერთი არის ეკონომიკური პროცესები. ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე. ეს არ არის კონკრეტულად ერთი ჯგუფის წარმატება ან წარუმატებლობა, ეს არის მოქალაქეების კეთილდღეობასთან პირდაპირ დაკავშირებული. ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური პროცესების ზიანზე, ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში უარყოფით განცხადებებს ვისმენთ პოლიტიკოსების მხრიდან, თორემ, რა თქმა უნდა ჩვენ სამართლიანი კრიტიკისა და შეფასებებისთვის მზად ვართ იმ ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ წარმოადგნენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს, აქვთ განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით. ამიტომ, პრემიერის განცხადება, ვფიქრობ, იყო ძალიან მკაფიო, საზოგადოებისთვის ალბათ გასაგები. საზოგადოებამ შეიძლება, თვითონ შეაფასოს. რეალობა ერთია და განცხადებები და პროგნოზები პოლიტიკოსების, რომელიც საბედნიეროდ ჩვენი მოსახლეობისთვის არ სრულდება, განსხვავებული“, – განაცხადა დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)