|
2025-05-01 11:33:28, 784 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, როდესაც ოპონენტები შეგნებულად ცდილობენ უარყოფითი მოლოდინების შექმნას
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
გახსოვთ, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ, ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისკენ წავიდა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მინდა, გავიხსენო მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც 17 იანვარს აცხადებდა, რომ სამ თვეში, დოლართან მიმართებით კურსი იქნებოდა 3.1-ის მიდამოებში. გავიდა სამი თვე, ცოტა მეტიც და 2.75-ის ფარგლებშია ლარის კურსი. ეკონომიკის ორპროცენტიანი კლება იყო ნაწინასწარმეტყველევი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და აწ უკვე ექსპერტის მხრიდან. როგორც უკვე ითქვა, პირველ კვარტალში გვაქვს 9.3% ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია 6% და მეტი. ასეთი იყო პროგნოზი. საუბარი იყო, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და როგორც ხედავთ, ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონ ლარზე მეტი გადაჭარბებით შესრულდა“, – აღნიშნა კობახიძემ. ამასთან, მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას. „ამას აქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები. ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ. საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და მათი არც გეგმები ხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, შეიქმნას დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, გვქონდეს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. ყველა მიმართულებით, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)