|
2025-04-30 18:27:10, 830 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე“. „[EPP] გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, ავტორიტარიზმში მის მიმდინარე ვარდნას და რუსული ორბიტისკენ დინებას, მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომელთა სახელებიც აქ ჩამოთვლილია; [EPP] მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება და დაასრულოს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორი... [EPP] მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დანიშნონ კონკრეტული ვადა ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელშიც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტიკური ჩარევის გარეშე იფუნქციონირებენ და არა სახელმწიფოს მიტაცების მდგომარეობაში... [EPP] მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მოგზაურობა ქართველი დიპლომატებისთვისა და ოფიციალური პირებისთვის, როგორც პირველ ნაბიჯს - და ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება” სრულიად პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზე - თუ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებებზე შესაბამისი პირობები და თავისუფლებები არ იქნება დაკმაყოფილებული... [EPP] ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და იგივე აზრზე მყოფ ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ, და ევროკავშირში არსებული ივანიშვილის ყველა აქტივი გაყინონ; [EPP] ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან ჩამოჭრან, და სექტორალური სანქციები შემოიღონ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც სპილენძის მადნებთან და ფერად მეტალებთან აქვთ საქმე... [EPP] ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე - და გააფართოონ ეს სანქციები, რათა მოიცვან მოსამართლეები, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებულ მედიასაშუალებების მფლობელებზე,” - ნათქვამია რეზოლუციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)