|
2025-04-30 16:54:41, 823 ნახვა
პოლიტიკა
ელექტრონულ აპარატებზე ბიულეტენის მოსათავსებელი ჭრილის დაფარვა იგეგმება
მას შემდეგ, რაც 2024 წელს არჩევნებზე ბიულეტენებზე მარკერმა გაჟონა და ხმის ფარულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატზე ბიულეტენის მოსათავსებელი ჭრილის საფარს ამატებს. კერძოდ, ცესკომ 29 აპრილის სხდომაზე განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, დადგინდა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ბიულეტენის ფორმისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახე. „ბიულეტენის ფორმა იქნება სამსვეტიანი. წარმოდგენილი იყო სპეციალური ჩარჩო კონვერტის სამი სახის ფორმა: ერთი, რომელიც სრულად დაფარავს სამივე სვეტს. მეორე, რომელიც დაფარავს პროპორციულს და მერის სვეტს და მესამე — მხოლოდ პროპორციულ სვეტს. შესაბამისად, სპეციალურ სიაში შესულ ამომრჩევლებს განსხვავებული ჩარჩო კონვერტის ფორმა გადაეცემა. სიახლეს წარმოადგენს ის, რომ წარმოდგენილია ძირითადი საარჩევნო ყუთის ფორმა და მასზე დამონტაჟებული ხმის მთვლელი აპარატის ფორმა, რომელზეც დამატებით დამაგრდება ჭრილის საფარი“, — განაცხადა ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა 29 აპრილის სხდომაზე. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც წარსულში ამტკიცებდა, რომ გამოჟონვის კვალი არ წარმოადგენდა ფარულობის დარღვევას, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციური უფლების მასობრივ დარღვევას არც ახლა აღიარებს და ცვლილებებს ეუთოს რეკომენდაციებითა და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან არიდებით ხსნის.
ცესკოს პრესსპიკერი ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, „იდენტიფიცირებული თუ პოტენციური რისკების თაობაზე კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ შესაბამისი ზომები პრევენციის მიზნით, რაც არ დატოვებს სივრცეს პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციებისთვის“.
„პრაქტიკულად, ცესკოს დადგენილებით მოხდა იმის აღიარება, რაზეც ჩვენ ყველანი არა მხოლოდ ვსაუბრობდით, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც გვქონდა შეტანილი. დადგენილებით ცესკომ აღიარა ეს ფაქტი, რადგან მიიღო უმნიშვნელო, მაგრამ ზომები იმისთვის, რომ ვითომ უკეთ იყოს დაცული არჩევნების აუცილებელი პირობა. ამ საკითხზე ჩვენი პლატფორმა მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და სტრასბურგის სასამართლოს, სადაც შეტანილია სარჩელი, რომ ეს დამატებითი ინფორმაცია მათთვისაც ცნობილი იყოს“, — განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები, რომლებიც ხმის მიცემის ფარულობასა და ხმის მიცემის საყოველთაობის დარღვევებზე დავობდა. საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა გაასაჩივრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც (საია) და ყველა იმ უბნის შედეგების გაბათილება მოითხოვა, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. სასამართლოებმა, გარდა პირველი ინსტანციისა თეთრიწყაროში, სარჩელი არ დააკმაყოფილეს. ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ საარჩევნო ბიულეტენის მეორე მხარეს გადმოსული იყო მარკერის კვალი, რომელსაც ხმის მთვლელ აპარატში შეცურების დროს ჩარჩო-კონვერტი ვერ ფარავდა. შესაბამისად, ხმის მთვლელ აპარატთან მყოფი საუბნო კომისიის წევრისთვის, ან უბანზე მყოფი სხვა პირებისთვის კონკრეტული მოქალაქის არჩევანი ცნობილი ხდებოდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ იქმნებოდა, როცა აპარატი ბიულეტენს არ იღებდა და ამა თუ იმ ტექნიკური მიზეზით მას უკან აბრუნებდა.
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)