|
2025-03-12 14:51:03, 564 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს, რაც პროპაგანდისტულია
სააკაშვილი ლაპარაკობს, რომ საქართველო გადაარჩინა, თითქოს, რუსეთს თბილისისკენ ჰქონდა გადაწყვეტილი სიარული და ის მათ წინ გადაუდგა, ან ღრუბელ-ღრუბელ იფრინა და ფოთში შეაკავა რუსეთის არმიის აგრესია - ეს ხომ მოგონილი ტყუილებია?! ქვეყნის 20% არის ოკუპირებული იმის გამო, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ინტერესებს თავისი ინტერესები ამჯობინა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილმა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხები პირადი ფუფუნებისთვის დახარჯა. „რას ჰქვია ქვეყანა არ ჩააბარა [რუსეთს]?! არ ჩააბარა კი არა, ჩააბარა. ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული იმის გამო, რომ სააკაშვილმა არ იმოქმედა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და თავისი ინტერესები ამჯობინა, როდესაც ერთი მხრივ, რუსები დააკმაყოფილა, ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, მეორე მხრივ, დასავლეთთან გამოჩნდა რუსეთთან მებრძოლ გმირად და წითელი ხალიჩა დაიმსახურა. აიშენა სასახლე და ყველაფერი, რაც მას აინტერესებდა, აღისრულა. ვისაც უნდოდა აძევებდა, ვისაც უნდოდა თავს მოაჭრიდა, რა თანხაც უნდოდა იმას დახარჯავდა კოსმეტიკისთვის, შიშველი ქალის სურათისთვის, კბილებით მასაჟისთვის და უამრავი სხვა თემაა, რომელიც წარმოუდგენელია, თანამედროვე მსოფლიოში, რომ დემოკრატიულ სამყაროში ასეთი ხარჯები გასწიოს ქვეყნის ლიდერმა. აქ მარტო 9 მილიონში არ არის საქმე. აქ არის საქმე იმ გარყვნილებასთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ფეხქვეშ გაგდება, ადამიანების წამება, წართმევა, იქით ხარჯები, როგორიც გინდა. ეს რაც დათვლილია და რაც ვიცით. როგორ შეიძლება რომ პრეზიდენტი ბოტოქსისთვის ამდენ ხარჯს გასწევდეს? ან დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის? ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს. აბსოლუტურად უსამართლოა ეს, პროპაგანდისტულია. არ არის მანდ პიჯაკები. პიჯაკებიც არის, საათებიც, მოგზაურობაც, დროს ტარებაც და უშველებელი რესურსი, რომელიც დახარჯულია გახდომაში, კოსმეტიკაში, ბოტოქსებში, საჩუქრებში, მოგზაურობაში და ა.შ.," - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)