|
2025-03-11 16:15:27, 469 ნახვა
პოლიტიკა
ეკა გიგაური - ქართველ ხალხს, რომლებიც დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვიან, აშშ-ის მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვთ
ქართველ ხალხს და იმ ჯგუფებს, რომლებიც დემოკრატიული საქართველოსთვის და მისი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, აშშ-ის მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვთ - ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვის, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რითაც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „MEGOBARI აქტის“ წარდგენას გამოეხმაურა. გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება საქართველოსთან მიმართებით „არ მოდუნებულა“. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტრადიციულად, ქართველ ხალხს და იმ ჯგუფებს, რომლებიც დემოკრატიული საქართველოსთვის და მისი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, აშშ-ის მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვთ. იცით, რომ „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერები არიან როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები, ასევე „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება დღეს მსოფლიოში და ამ პირობებში საქართველოზე ყურადღება არ მოდუნებულა და მაინც არსებობს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან და ეს, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვის. „MEGOBARI აქტში“ წერია მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, იმაზეა საუბარი, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ გამოიყენონ სანქციები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციაში არიან ჩართულები, ასევე, ადამიანების უფლებების დარღვევაში და სხვა ისეთ საკითხებში, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას, „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, MEGOBARI Act-ი წარადგინეს.
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)