21:10 - 22 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 11:47:19, 255 ნახვა

ანატოლი გიგაურის და გიორგი ტერიშვილის წერილი ციხიდან - მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა მზია ამაღლობელს, რეჟიმის ყველა ტყვეს

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების 67-ე საკნიდან „ტვ პირველის“ რედაქციას, აქციაზე დაკავებულებმა, ანატოლი გიგაურმა და გიორგი ტერიშვილმა წერილი მიწერეს, სადაც პატიმრები მადლობას უხდიან მზია ამაღლობელსა და უკანონოდ დაკავებულებს, ასევე, ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლაში მონაწილე მოქალაქეებს.

„სინდისის პატიმრების მიმართ მიმართვა მიზნად ისახავს იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლეს ფასს იხდიან. მათ შორის არიან მედროშენები, რომლებიც „ევროპული გზის მცველებად“ იქცნენ და შეუიარაღებელი წინააღმდეგობითა და ბრძოლით ქმნიან საქართველოს უკეთესი მომავლის საფუძველს“, - ნათქვამია წერილში.

ანატოლი გიგაური და გიორგი ტერიშვილი მადლობას უხდიან საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ქვეყნის პროგრესისა და გამთლიანებისთვის ბრძოლას აგრძელებს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს ახალგაზრდების როლი, რომლებიც ქვეყნის იმიჯს ქმნიან ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე, და სტუდენტების გამბედაობა, რომელიც მათ მიზნების მიღწევისათვის ძალას აძლევს.

„თქვენი იმედი, თქვენი პასუხისმგებლობა და ბრძოლისუნარიანობა მხნეობა გვმატებს. ამგვარი ძალით და რწმენით მტკიცე ნაბიჯებით ვხვდებით ჩვენს თავისუფალ მომავალს“, - წერენ ისინი.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური დააკავეს 2024 წლის 25 ნოემბერს. სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ გიგაური საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს პატრულ-ინსპექტორს ფიზიკურად დაესხა თავს. მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება გიორგი ტერიშვილს, ის 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ედავება.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი - დიდი ბრიტანეთის პრემიერთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა
გიორგი მონავარდისაშვილს, რომლის მანქანაზეც სპეცრაზმელები ფეხებს აბრახუნებდნენ, შსს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება - ვიდეო
სალომე ზურაბიშვილი - ისტორია გმირების ზურგით არის შექმნილი
ვარშავის ცენტრში სამ ქართველს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს დაღუპულია ერთი ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics