08:44 - 22 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 10:34:12, 424 ნახვა

ორი ცარიელი სკამი საქართველოსთვის - უარი ბრიუსელს, დუმილი მოსკოვს - რომელ მოსაწვევს მიიღებს თბილისი

რუსეთის ფერდერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს ,,3+3“ ფორმატის მაგიდას შეუერთდეს, თუმცა ჯერ ჯერობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ოფიციალური პირები შეთავაზებას არც იღებენ და უარსაც არ ამბობენ.

საქართველო არ მონაწილეობს ე.წ  ,,3+3“ ფორმატში, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და რომელშიც მონაწილეობენ: რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიზანი.

19 თებერვალს, კრემლის მედია TACC-თან სერგეი ლავროვმა, კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს, რომ რეგიონალური პლატფორმა 3+3 საქართველოსთვის ღიაა.

"თავიდანვე ყველა შეთანხმდა, რომ ჩვენი ფორმატია 3+3 და ჩვენ გვესმის საქართველოს ეჭვები და პოზიციის ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის ფორმატის დარბაზში თავისუფალი სავარძელი ყოველთვის იდგება". – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა და ფორმატის მონაწილე სხვა პოლიტიკოსებმა 2024 წლის შემოდგომის შეხვედრაზეც(რომელსაც საქართველო არ ესწრებოდა) თქვეს, რომ საქართველოს ადგილი 3+3-ისთვის ყოველთვის ღიაა.

მაშინვე ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებდა.

„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,-  აცხადებდა 2024 წელს საქართველოს საგარეო უწყება.

ლავროვის 19 თებერვლის განცხადებას, საქართველოს უწყებამ დუმილით უპასუხა. ჯერ ჯერობით საგარეო სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთ-ერთი ვინც ,,ქართული ოცნებიდან“ ლავროვის განცხადებას გამოეხუმრა პარლამენტის პირველი ვიცე-სპეკიერი გია ვოლსკია. ვოლსკიმ არ გამორიცხა სამომავლოდ 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა. მან აღნიშნულზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისივე თქმით, საკითხი იმ დონეზე წამოწეული არ არის", რომ საქართველოს ამჯერად ფორმატში მონაწილეობის ინტერესი ჰქონდეს, თუმცა დაამატა, რომ "სამომავლო პრესპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს",

,,ხოლო საქართველოს მომავალ პოზიციას "ის პროცესები განაპირობებენ, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს. 

"არ არის ეს საკითხი იმ დონეზე წამოწეული, სადაც საქართველოს ექნება მონაწილეობის ინტერესი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც.

ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას.

საქართველოსთვის, ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი, საგარეო კურსი, ეკონომიკური ინტერესები.

აქედან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა.

ასე რომ, დაველოდოთ პროცესებს. საქართველოს, სამწუხაროდ, ის რესურსი არ გააჩნია, რომელიც მსოფლიო პროცესებზე მოახდენს გავლენას, თუმცა სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ და დღემდე სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩვენს ქვეყანაში" - აღნიშნა გია ვოლსკმა.

ე.წ ,,3+3“  ფორმატის ძირითად მიზნებად სახელდებოდა თანამშრომლობა - უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. 2024 წლის ოქტომბერში, თურქეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლავროვმა მესამე განზომილებად - ჰუმანიტარული მიმართულება დაასახელა და კულტურული ურთიერთობების აუცილებლობა გამოკვეთა.

3+3 პლატფორმის პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წელს გაიმართა. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო იმ მოტივით, რომ ვერ დაესწრება შეხვედრას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მასპინძლობს – ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. მიუხედავად ამისა, მოსკოვში შეხვედრის ადგილას საქართველოს დროშები გამოიფინა რამაც ოფიციალური თბილისის შეშფოთება გამოიწვია

მეორე ცარიელი ადგილი საქართველოსთვის უკვე ევროპაში

(სკამი საქართველოსთვის ბრიუსელში)

18 თებერვალს, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა - GAC-ის შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა - საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო.

“ზოგად საკითხთა საბჭოს (GAC) არაფორმალური შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო დარჩენილი”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი „პირველ არხთან” ინტერვიუში გამოეხმაურა.

„არ შეიძლება, საერთაშორისო ურთიერთობა მხოლოდ განცხადებებით ვაკეთოთ”, - უთხრა „პირველ არხს” მაკა ბოჭორიშვილმა

„არავინ იხვეწა, მოწვევაც არ მოვიდა, ამიტომ დადგეს ცარიელი სკამი. ახლა ითამაშონ ერთმანეთში, რამდენიც უნდათ. საქართველო თავისი თავმოყვარეობის, ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე არცერთ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს“, - „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ,,იმედინიუსი" ავრცელებს.

დაველოდოთ, მომავალში რომელ მოსაწვევს დათანხმდება საქართველო...

_______

ავტორი: დიმა კვარაცხელია




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვი ცხინვალს უკანონოდ მიღებული პენსიების დაბრუნებას თხოვს
სენსაციური აღმოჩენა - ეგვიპტეში 100 წლის განმავლობაში პირველი ფარაონის საფლავი აღმოაჩინეს
ტრამპი- ზელენსკის მოლაპარაკებებზე დასწრება არც ისე მნიშვნელოვანია
ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული პირი ნიკოლოზ ჭკუასელი ანტიმაიდნის ერთ-ერთი წევრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics