|
2025-02-12 17:41:19, 419 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ესტონეთი და ლიეტუვა არ იმართება სუვერენულად, მოქმედებენ დაკვეთებით
აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებაა, დარჩეს ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით. „აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად. ამ სახელმწიფოებს არ ჰყავთ სუვერენული ხელისუფლებები და ისინი მოქმედებენ დაკვეთებით ზუსტად ისე, როგორც მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით, რაც გვაკავშირებს ესტონელ ხალხთან, დავრჩებით ამ ქვეყანასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)