|
2025-02-12 15:02:24, 418 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთის საგარეო მინისტრი - მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და გვსურს დავინახოთ სანქციები
მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლების მიმართ ზეწოლითა და მუქარით ხასიათდებოდა. "საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა არათანაბარი სათამაშო მოედნით, ფესვგადგმული პოლარიზებით, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლითა და მუქარით. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პროევროპული მოძრაობების მხარდაჭერა," - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)