|
2025-02-12 13:57:09, 397 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მოღალატეობრივ ქმედებებზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი, წინა ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანას ტერიტორიების ნაწილი დააკარგინა
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა, წინა ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანას ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგინა. „ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ დანაშაულების გამოძიება, რომლებიც წინა ხელისუფლებამ და მასთან ასოცირებულმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თუ პიროვნებებმა ჩაიდინეს. არავის უნდა ეპატიოს მაგალითად, ქვეყნის ტერიტორტიების ჩაბარება რუსეთზე. მათი ბინძური, უგუნური, გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების გარკვეული ნაწილი. განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, უმძიმესი შედეგები მივიღეთ და ეს ჭრილობები ჯერაც არ მოგვიშუშებია. შესაბამისად, ამ მოღალატეობრივ ქმედებებზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)