|
2025-01-09 17:53:37, 445 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია - იქნება ლუსტრაცია რეალურად რით იყვნენ კოლექტიური ნაცმოძრაობის დანაყოფები დაკავებული 2012 წლამდე
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ჩვენი წინა საარჩევნო დაპირება და ბრიფინგზე ძალიან ნათლად იყო ასახული ყველა ის წარსული მოვლენა, რასაც ერთხელ და საბოლოოდ ფარდა უნდა აეხადოს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება - პოლიტიკური შეფასება ერთია, სამართლებრივი შეფასება მეორე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნის გადაწყვეტილებას. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდეს, როგორ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას სჩადიოდა 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმი და „იმ ახალგაზრდებმა, რომელთაც რეალურად დაიჯერეს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს პროევროპულ ძალას, დაინახონ რეალურად რა ძალებს წარმოადგენდნენ ისინი“. „რაც შეეხება ითანამშრომლებენ თუ არა ისინი ამ კომისიასთან, უნდა შეეგუონ, რომ ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც ყველა ინსტიტუცია არის მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ ვერ ნახავენ ვერანაირ გზას არ მონაწილეობის. ხოლო თუ კიდევ ერთხელ რაღაცა კანონდარღვევას მიმართეს და ასე შემდეგ, ამასაც მიეცემა შესაბამისი შეფასება. აქ ყველაზე მთავარი არის ერთი, რომ რაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ბრიფინგში იყო ნახსენები, რომ ახალგაზრდების იმ ნაწილმა, რომელიც რეალურად ვერ მოესწრო იმ დროს, ახალგაზრდების იმ ნაწილმა, რომელმაც შეიძლება მართლაც გულწრფელად დაიჯერა ის ბინძური აღქმები, თითქოს ის ძალები, ის დანაყოფები „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, რომელიც დღეს არის ე.წ. ოპოზიციად წარმოდგენილი საქართველოში, რომ პროევროპული ძალა არის, აი მათთვის იქნება კიდევ ერთხელ თვალსაჩინო მაგალითი თუ რეალურად რა ძალებს წარმოადგენდნენ, თუ რეალურად როგორ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას სჩადიოდნენ 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ უკვე საზოგადოება კარგად ხედავს რით არიან დაკავებული, ამას აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება. როგორც დაანონსდა საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება კომისია და უკვე საშემოდგომო სესიაზე რეკომენდაციები პარლამენტის მხრიდან მზად იქნება, რომ წარედგინოს შესაბამის ორგანოებს. ასე რომ იქნება ძალიან საინტერესო პროცესი და დამერწმუნეთ იქნება თვალსაჩინო პროცესი თითოეული დაინტერესებული მხარისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, იმ ახალგაზრდებისთვის, იმ შეიძლება გულწრფელად ვისაც სჯერა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ აი ეს ვითომ დანაყოფები „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“ რაიმე პროევროპულ ძალას წარმოადგენენ, კიდევ ერთხელ იქნება ამათი ლუსტრაცია თუ რეალურად რით იყვნენ დაკავებული 2012 წლამდე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)