2025-01-09 17:44:40, 359 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პირველი პრეპარატი დაარეგისტრირეს
![]() სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პირველი მედიკამენტი უკრაინაში ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდი „უკრაინის პაციენტები" იტყობინება. „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონი მიიღო. ამ ხნის განმავლობაში, უკრაინის საკანონმდებლო სისტემა კანაფისგან დამზადებული მედიკამენტების ლეგალიზებისთვის მოემზადა. აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტი (API) პირველმა მწარმოებელმა უკვე დაარეგისტრირა. ასე რომ, პირველი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება“, - ამბობს დეპუტატი, ოლგა სტეფანიშინა. კანაფის პერორალური წვეთების გარდა, აფთიაქებში მალე შესაძლებელი იქნება მყარი კაფსულების, კბილის პასტებისა და გელების შეძენა. ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ჩამონათვალი და ფორმები 2024 წელს დაამტკიცა. გარდა ამისა, დამტკიცდა იმ დაავადებებისა და პირობების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც ექიმებს უფლება ექნებათ, პაციენტებს სამედიცინო კანაფით მკურნალობა დაუნიშნონ. პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება ქრონიკული ტკივილის, პარკინსონის დაავადების, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის, ტურეტის სინდრომის, წამლებისადმი რეზისტენტული ეპილეფსიის, ბავშვებში კრუნჩხვების გამომწვევი დაავადებების და შიდსით გამოწვეული ანორექსიის მქონე პაციენტებისთვის. აფთიაქებში მედიკამენტების გაცემა მოხდება ექიმის მიერ პაციენტის სახელზე გაცემული ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე. აფთიაქებს, რომლებიც მედიკამენტებს დაამზადებენ, უნდა ჰქონდეთ სამი ლიცენზია: საცალო ვაჭრობის, მედიკამენტების წარმოების და ნარკოტიკული ნივთიერებების მიმოქცევის. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, სამედიცინო კანაფის შემცველი მედიკამენტები 6 მილიონ პაციენტს ესაჭიროება.
სასამართლოში რუსეთის მოქალაქეების, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის შემდეგი სასამართლო პროცესი პირველ აპრილს გაიმართება
სტუდია მონიტორი - პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლებს უძრავი ქონება დაუყადაღა
ელენე ხოშტარია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური
ვლადიმერ პუტინი - ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია, რუსეთს ომის გაგრძელება სურს
![]() პესკოვი - კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
|