22:19 - 01 Oct, 2026
|
2025-01-09 14:31:50, 478 ნახვა
მსოფლიო
ლოიდ ოსტინი - რუსეთი უკრაინაში ყველა უპირატესობას არ ფლობს
რუსეთი უკრაინაში ყველა უპირატესობას არ ფლობს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა Bloomberg News-თან ინტერვიუში განაცხადა. „არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთს აქ ყველა უპირატესობა აქვს. მას გარკვეული სახის უპირატესობები აქვს, მაგრამ სრულად არ დომინირებს. თუ ის იმას მიიღებს, რაც სურს, მომავალში მას ძვირად დაუჯდება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, „გამოწვევების გარეშე არც რუსეთია“. „მათ დახმარებისთვის, იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის და ახლა ხალხისთვის ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიმართეს. კიევისა და მისი მოკავშირეების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა. იმავდროულად, უკრაინა თავისი შესაძლებლობების განვითარებას აგრძელებს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)