13:16 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 14:34:43, 577 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ყოველთვის, საქმით ამტკიცებს ერთგულებას საქართველოს, ქართველი ხალხის, მისი დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ

"ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ყოველთვის, საქმით ამტკიცებს ერთგულებას საქართველოს, ქართველი ხალხის, მისი დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ. 

 "მეგობარი აქტის" ხელახალი ინიცირება, რომელიც ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის წევრების სანქცირებას ითვალისწინებს, ამის ნათელი დადასტურებაა. 

 ამ აქტის ორპარტიული მხარდაჭერა ძალასა და ყველანაირ საფუძველს აცლის ივანიშვილის პროპაგანდას, რომ თითქოს 20 იანვრიდან ვითარება მათ სასარგებლოდ შეიცვლებოდა.  

პირიქით, მეგობრებო, ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია კიდევ უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებენ და სულაც არ ფიქრობენ, საქართველო და თავისუფლებისთვის მებრძოლი სხვა ხალხები დატოვონ მარტო დიდ, ავტორიტარულ რეჟიმებთან. 

 ის, რაც ხდება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, არის ხალხის საერთო ძალისხმევის მონაპოვარი და ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე. მის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანაში თავისი სიტყვა უნდა თქვას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც ორი მთავარი საკითხის ირგვლივ - ახალი არჩევნებისა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების საკითხში - ხალხი ერთიანობას სთხოვს" - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics