|
2025-01-02 09:33:08, 520 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის წევრი ხელფასი 11 000 ათას ლარამდე იზრდება
2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები იყო ფიქსირებული, კონკრეტული რიცხვებით წარმოდგენილი და საპარლამენტო თანამდებობების შესაბამისად, 8 250 – 10 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრებოდა. განხილვის პროცესში პროექტი რამდენჯერმე დაკორექტირდა და დეპუტატთა გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, იმ კოეფიციენტებში აისახა, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით არის დადგენილი. სადეპუტატო ხელფასები კანონით განსაზღვრული კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში დადგინდა. XI მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები განისაზღვრა: პარლამენტის თავმჯდომარე – 10.00; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9.20; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9.00; კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 8.50; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8.30; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8.10; პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8.0; თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტებზე გადაანგარიშების მიხედვით კი, "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ხელფასები 2025 წლიდან შემდეგი ოდენობით იქნება: პარლამენტის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი ამ თანამდებობებზე წლიურად 175 200, ხოლო თვიურ ჭრილში 14 600 ლარი იქნება; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს (კოეფიციენტი 9.2) 2025 წლიდან სარგოს სახით, წლიურად 161 184 ლარი, თვეში 13 432 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს (კოეფიციენტი 9) - წლიურად 157 680 ლარი, თვეში 13 140 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს (კოეფიციენტი 8.6) - წლიურად 150 672 ლარი, თვეში 12 556 ლარი; პარლამენტის წევრებს კი (კოეფიციენტი 8) - წლიურად 140 160 ლარი, თვეში 11 680 ლარი. აღნიშნულ თანამდებობრივ სარგოს გამოკლებული არ აქვს საშემოსავლო 20%-ანი გადასახადი. ამასთან, 1-ელი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)