|
2024-12-30 11:11:25, 376 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა, მისი თქმით საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა აქვს, რაშიც იზნესიც ჩართულია და ერთი მხრივ ხელისუფლების გაკრიტიკება და მეორე მხრივ რუსეთთან ვაჭრობა ბიზნესის მხრიდან ორმაგი სტანდარტია. „მე მქონდა მათთან დიალოგი უშუალოდ ამ შეხვედრის ფორმატში და მათ ასევე შევთავაზე ღია დისკუსიის გამართვა სატელევიზიო ფორმატში, პირდაპირ ეთერში, თუმცა მათ ამაზე თქვეს უარი. მათ აქვთ პირდაპირი კავშირები რუსეთთან ბიზნესის თვალსაზრისით, რაც ნორმალურია. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ აკრიტიკებ ხელისუფლებას რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თან შენ თავად ვაჭრობ რუსეთთან, ეს არის ორმაგი სტანდარტი. დახურული შეხვედრა მათთვის არის კომფორტული, რადგან შეიძლება, იქ რაღაცაში უსაყვედურო და ეს გარეთ არ გამოდის, მაგრამ მათთვის ძალიან მძიმე იქნება ასეთი კრიტიკის მოსმენა საზოგადოების წინაშე. იქ პირდაპირ გამოჩნდება, რომ სინამდვილეში მათი ორმაგი სტანდარტის უკან არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს. სინამდვილეში ისინი პოლიტიკურ განცხადებებს უერთდებიან არა გულწრფელად, არა საკუთარი გულწრფელი მოსაზრებები გამო, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიკერძოების გამო, რის უკანაც ხშირად შეიძლება, იდგეს ერთგვარი მერკანტილური გათვლები და ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)