15:41 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-28 13:05:09, 434 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - პარლამენტი არალეგიტიმურია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად მხარს ვუჭერთ

,,ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად მხარს ვუჭერთ'', - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ სამოქალაქო საზოგდოებასთან და ქართულ დემოკრატიულ ძალებთან ურთიერთობის შესაძლო გზები განვიხილეთ. ასევე, ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანონიერ უფლებას მის თანამდებობაზე, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, განსახილველი ბევრი საკითხია, თუ როგორ ვითანამშრომლოთ მომავალში, როგორ შევუწყოთ ხელი გარდაუვალი ახალი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილი, რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს საარჩევნო პრინციპების ყველა ევროპულ სტანდარტს“, - განაცხადა დაინიუს ჟალიმასმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics