|
2024-12-27 11:54:08, 348 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული რესპუბლიკელი პოლიტიკოსი გაააქტიურეს, რომ შექმნან აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე
ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ფუჭი კამპანიების წარმოებისგან, ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი, ერთადერთი რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის განცხადებაზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როცა კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, მისი განცხადებები საზოგადოებისთვის აღარ არის რელევანტური. „ხშირად ჩვენ ვხედავთ ხოლმე, როდესაც ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში მე ამას დიდი ყურადღებას არ მივაქცევდი. მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი, პირველ რიგში ისწავლა ის, რომ არც ერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც კი ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, რადგან საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე. როცა ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან, ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი, ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთეთ. იმიტომ გაააქტიურეს კონკრეტული რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი, ჩვენ ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობების, რომელიც არ არის დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები, ეს შედის ორივე ქვეყნის, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)