18:40 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 12:01:27, 523 ნახვა

პოლიტიკა
კუპრაძე - პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი კოალიციური პროევროპული პარტიებისგან სრული მხარდაჭერით სარგებლობს

საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით კოალიციური პროევროპული პარტიებისგან,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, „ივანიშვილის რუსული რეჟიმოს ძალადობას მხოლოდ და მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი და ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი - პრეზიდენტის ინსტიტუტი გადაურჩა“.

„საქართველო და საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ქართველ ხალხთან ერთად მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე და აქვს ორი მთავარი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა - ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმოს ძალადობას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი და ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი - პრეზიდენტის ინსტიტუტი, სალომე ზურაბიშვილი. 

ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა ახალი არჩევნების დანიშვნის არსებობს, რომ სწორედ ამ ლეგიტიმური ინსტიტუტიდან დაიწყოს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის და თავისუფლების გაცოცხლება.

სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, რომ მხარს დაუჭერს ამ ორ მთავარ მოთხოვნას და ის არ აპირებს, დათმოს ლეგიტიმაცია, რაც აქვს შერჩენილი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და რუტინულ წინააღმდეგობას, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ეს წინააღმდეგობა იქნება მტკიცე. საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით კოალიციური პროევროპული პარტიებისგან“,- განაცხადა კუპრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics