05:02 - 22 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 17:51:20, 265 ნახვა

პოლიტიკა
გეგელია - ოდირის დასკვნა სანქციების, არაღიარების და პროტესტის საფუძველს აღრმავებს

ოდირის დასკვნა სანქციების, არაღიარების და პროტესტის საფუძველს აღრმავებს,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

გეგელიას თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშმა ცივილიზებული მსოფლიოს წუხილი რუსული ბანდ-ფორმირების მიერ ტოტალურად გაყალბებულ და მიტაცებულ  არჩევნებთან დაკავშირებით განამტკიცა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გააღრმავა ქვეყნის შიგნით მშვიდობიანი, დემოკრატიული პროტესტის საფუძველი, ხოლო ქვეყნის გარეთ - თვითმარქვია რეჟიმის არაღიარებისა და  დამატებითი სასანქციო ზომების მიღების საფუძვლები. სწორედ ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო აქტორის პირველი გამოხმაურება ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელმაც მხოლოდ განამტკიცა ცივილიზებული მსოფლიოს წუხილი რუსული ბანდ-ფორმირების მიერ ტოტალურად გაყალბებულ და მიტაცებულ  არჩევნებთან დაკავშირებით.

ეუთო/ოდირის მისიამ მორიგ ჯერზე დაგვიდასტურა, რომ მისი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტმურობის შეფასებას - არამედ, პროცესის ხარისხის შეფასებას. მეტიც, უნდს გვახსოვდეს, რომ ტრადიციულად ოდირი არასდროს საუბრობს ლეგიტიმაციაზე; ის რომ მათ საერთოდ ახსენეს ლეგიტიმურობა, თავისთავად უკვე ადასტურებს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მკაფიოდ დადგა 26 ოქტომბრის არჩევნებთან მიმართებით. პროცესის ხარისხი კი ოდირის მიერ შეფასდა, როგორც ყველა საკვანძო მიმართულებით უარყოფითი - „უკან გადადგმული ნაბიჯი“ და „პროცესი, რომელსაც არ გააჩნდა საზოგადოების ნდობა“.

ჯამში, ოდირმა ნათლად თქვა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში არ ჩატარებულა დემოკრატიული არჩევნები, რომელიც თუნდაც ფორმალურად იქნებოდა „თავისუფალი და კონკურენტული“. ოდირის მართლაც არცერთი დასკვნა არასდროს არ ყოფილა ასე მკაფიო და კრიტიკული. 

შესაბამისად, ეს დასკვნა წარმოშობს სრულყოფილ საფუძველს იმისა, რომ გაგრძელდეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თვითგამოცხადებული რეჟიმის არ-აღიარების პოლიტიკა, დაწესდეს დამატებითი სანქციები, ხოლო ქვეყნის შიგნით ურყევად და ბოლომდე გაგრძელდეს დემოკრატიული, მშვიდობიანი პროტესტი.  პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის დაუყონებლივ გათავისუფლება“,- განაცხდა გრიგოლ გეგელია.

შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი კონგრესმენ უილსონს - მადლობა ქართველი ხალხის ამდენად ღირებულებითი მხარდაჭერისთვის
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი - საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.
სენატორი ვიკერი - მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაუწესოს სანქციები ივანიშვილს, კალაძეს და კობახიძეს
ჭავჭავაძის გამზირზე ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩნდა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics