22:46 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 13:17:49, 491 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე არ ვიქნები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრას არ აპირებს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ვიზიტით ჩამოდის, აქციებზე დაკავებული ადამიანების მდგომარეობას უნდა ეცნობოდეს.

„დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები.

ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:

ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს;

ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს;

გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს;

მით უმეტეს, ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლის უშუალო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები;

მით უმეტეს, როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3-საათიანი ვიზიტი; 

მით უმეტეს, თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა.

სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში, თუ ამის სურვილი ექნება

ვიცი, რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ“,- წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

გუშინ, 18 დეკემბერს ბერსე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics