11:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 19:14:50, 368 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს - არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა“,

კითხვა ისმოდა, რატომ შეგიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში როცა უკვე ვიცოდით თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და მე ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი რამე თუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, იმედი თუ ნდობა იმისი, რომ საკონსტიტუციო მიიღებდა  სწორი გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის. ჩემთვის პირველ რიგში არსებობს ადამიანების იმედი მითუმეტეს ამ ქვეყანაში სადაც არა ერთხელ ადამიანებმა გამოაჩინეს ის შინაგანი ძალა, რომ შეიძლება გადაუდგე იმ მოვლენებს და დადგე როგორც პიროვნება და  მქონდა იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან რომ მათზე არის დამოკიდებული  საშუალება რომ ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წყალბადს და მერე დავუბრუნდეს პოლიტიკურ პროცესს. ეს მოსამართლეები ინაწილებენ პასუხისმგებლობა  იმ მოვლენებზე რომელიც შეიძლება განვითარდეს.

მჯეროდა ვიმედოვნებდი, რომ სამი ადამიანი მაინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და იქნებოდა მართალი თავის სინდისის წინაშე და ქვეყნის წინაშე შევეცდი შევცდი და დღეს ვართ იმ მდგომარეობაში- განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics