12:06 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 18:32:51, 375 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - როგორ შეიძლება, აქციებში არასრულწლოვნების ჩართვა იკადრო და გააკეთო ჯანსაღად მოაზროვნე, ფხიზელმა ადამიანმა?

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „დედაქალაქში მიმდინარე აქციებში არასრულწლოვნების ჩართვა და ძალადობრივი ქმედებების წახალისება კატეგორიულად მიუღებელია“. 

ამის შესახებ მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდება. 

„წარმოუდგენელია. ყველაფერს კადრულობენ და იყენებენ. როგორ შეიძლება არასრულწლოვანი, პატარა ბავშვი გამოიყვანო და ხელში მისცე, არ ვიცი, რა საგნები იყო - ხან პეტარდები, „მოლოტოვის კოქტეილები“ და ასროლინო პოლიციელის ან თუნდაც ნებისმიერი ადამიანის მისამართით? როგორ შეიძლება ეს იკადრო და გააკეთო ჯანსაღად მოაზროვნე, ფხიზელმა ადამიანმა? წარმოუდგენელია უბრალოდ, თუმცა ყველანაირი ზღვარი გადალახეს. ვხედავთ, თუ რა პროცესების განვითარების სურვილი ჰქონდათ ქვეყანაში. „ნაცმაიდანი“ ვერ მოხდება საქართველოში. დღეს სახელმწიფო ძლიერია თავისი ინსტიტუტებით. ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ბოროტი ძალა, ყველაფრის მკადრებლები. შესაბამისად, სიფრთხილე გვმართებს ყველას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics