12:06 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 17:46:17, 316 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა ჟურნალისტს, ვინც აქციებს აშუქებს და ბულინგის ქვეშაა

წარმოუდგენელია, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მიმართებაში ვნახეთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე მედიასთან ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს, ასევე, ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც აქციებს აშუქებს და არის ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ.

„პირველ რიგში, მინდა მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ყველა ჟურნალისტს, რადგან  კარგად ვხედავთ და ვაკვირდებით, რამხელა ბულინგის ქვეშ ხართ, რამხელა შეურაცხყოფას უძლებთ, თუნდაც აქციების გაშუქების დროს. წარმოუდგენელია უბრალოდ ეს ზეწოლა და დაშინება. ეს ადამიანები თავიანთ ხელწერას არ იშლიან. ჩვენ გვახსოვს წლების წინ, როდესაც „იმედის“ ტელევიზიაში შევარდნენ, დღესაც იმავეს აკეთებენ, უბრალოდ ცოტა ნაკლები რესურსი გააჩნიათ ამ ყველაფრისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თითოეულ თანამშრომელს მტკიცედ დგომისთვის. წარმოუდგენელია უბრალოდ ამ ტიპის ქმედებები, რაც ვნახეთ თუნდაც ამ ტელევიზიის წინ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics