12:05 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 17:17:07, 417 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისუფლების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა

საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისუფლების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც გვარამაიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური პროცესის - არჩევნების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლო იღებს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისულფების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა. 

წარმოებაში არმიღების (როგორც აღმოჩნა, 1 კვირის წინანდელი) განჩინებით, სასამართლომ გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნების განხორციელების (ანუ ნორმების რეალიზაციის) კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების ინსტიტუტი უბრალოდ თეორიულადაც არ არსებობს და მისი კომპეტენცია მხოლოდ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის შემოწმებაა, ისიც 15თვინი ხანდაზმულობის ფარგლებში. 

ამით საკონსტიტუციო სასამართლო გვეუბნება, რომ სახელმწიფოს მთავარი კონსტიტუციური პროცესის - არჩევნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თბილისის სააპელაციო სასამართლო. 

მთავარი: შეუძლებელია, არჩევნების კონსტიტუციურობის დამდგენი ინსტიტუტი ქვეყანაში არ არსებობდეს. მას შემდეგ, რას საკონსტიტუციო სასამართლო ღიად ჩაერთო ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაციის პროცესში, ერთადერთი, ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს, საქართველოს პრეზიდენტია, როგორც სახელმწიფოს მეთაური (სამართლებრივად) და ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო (ფაქტობრივად)“,- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 დეპუტატის სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics