|
2024-12-01 04:56:54, 493 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს გაზს უშვებენ, მომიტინგეები მიდიან და ისევ უკან ბრუნდებიან
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს ინტენსიურად იყენებს, აქციაზე ისევ არიან დაშავებულები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებული მომიტინგეებით სავსე სასწრაფო დახმარების მანქანებს ცარიელი მანქანები ცვლიან, სადაც ექიმები დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიას პერიოდულად ტოვებენ, თუმცა, საბოლოოდ, ისევ უკან ბრუნდებიან. შესაბამისად, აქციის არა ერთგზის დაშლისა და რუსთაველის გამზირის არა ერთხელ გაწმენდის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, დემონსტრანტები კვლავ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე რჩებიან. მომიტინგეებს რუსთაველის გამზირს არაერთ მონაკვეთზე აღმართული აქვთ ბარიკადები, რომლებიც ქუჩის ე.წ. გრძელი სკამებით სკუტერებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მოაწყვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)